Wednesday, November 18, 2015

V კლასის მოსწავლეების ნამუშევრები Paint-ში

გიორგი ნიქაბაძე 

ლიზი ნიქაბაძე

ლიზი ნიქაბაძე


სირანა ნიქაბაძე

ლიზი,ნია,მარი

პროექტი :" წერილი თუ ელექტრონული წერილი?"


  1.    პროექტის სახელწოდება : "წერილი თუ ელექტრონული წერილი?

  2.    პროექტის იდეა :  პროექტის საშუალებით ხდება ჩვეულებრივი წერილის და ელექტრონული წერილის შედარება, საღი მსჯელობა , წერილობითი და სიტყვიერი ფორმით იდეებისა და აზრების ნათლად და ეფექტურად გამოხატვა,ციფრული ტექნოლოგიების,კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება, სხვებთან ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა.
 
   3.    პროექტის აქტუალობა  : მოსწავლეები გაეცნობიან წერილის დაწერის ხერხებსა და გზებს, დაინახავენ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ და ელექტრონულ წერილს შორის , დაინახავენ მათ დადებით და უარყოფით მხარეებს.

   4.    პროექტის  მიზანი :  მოსწავლეებმა შეძლონ კომუნიკაციის ციფრული საშუალებების ფლობა , ისტ-ის გამოყენება  საყოფაცხოვრებო და რეალურ ვითარებაში , გამოიმუშავონ სწორად  წერის უნარ- ჩვევები, გამოიმუშავონ თანამშრომლობითი უნარები , პრეზენტაციის და  სხვისი აზრის პატივისცემის უნარები.

   5.     მონაწილეთა ასაკი :  VI  კლასელები ,11- 12 წლის.

   6.     ვადები : სამი კვირა.

    7.    მოსალოდნელი შედეგები  :  მოსწავლეები ისწავლიან  ჩვეულებრივი წერილის დაწერის სპეციფიკას და მის გაგზავნას. აგრეთვე ელექტრონულ ფოსტაზე დარეგისტრირებას, ელ. ფოსტაზე მუშაობის წესებს, ტექსტის აკრეფას, ფაილის მიბმას,მის გაგზავნას და მიღებას.


      8.  რესურსები  : მოსაწავლეები , კომპიუტერი , ინტერნეტი, კონვერტი , საფოსტო მომსახურება.

      9.  პროეტქის მსვლელობა   ( ძირითადი აქტივობები) :

  •    მოსწავლეებისათვის თემის და მიზნის გაცნობა.
  •   მოსწავლეების გაყოფა ორ ნაწილად.
  •   პირველი ჯგუფისთვის დავალების მიცემა : დაწერონ ჩვეულებრივი წერილი    ,მიიტანონ ფოსტაში და გააგზავნონ სასურველ მისამართზე .
  •   მეორე  ჯგუფისთვის დავალების მიცემა  :  ფოსტაზე დარეგისტრირება, წერილის ტექსტის აკრეფა , ფაილის მიბმა და სასურველ მისამართზე  გაგზავნა.
  •    ორივე ჯგუფის მოსწავლეების თანამშრომლობა ქართული ენი მასწავლებელთან.
  •   შესრულებული დავალების წარდგენა კლასში.
  •    პრეზენტაცია. ორივე ჯგუფი ყურადღებას გაამახვილებს  თემის დადებით და უარყოფით მხარეებზე,  ისაუბრებენ რა დრო ,ენერგია და ფინანსები დახარჯეს პროექტზე მუშაობისას.
  •  დისკუსია თემის შესახებ. 


    10.   საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან  / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ქართული ენა და ლტერატურა.

    11.პროექტის ხელმძღვანელი : ეკატერინე ლაღაძე

    12. ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა  : ekalagadze.@gmail.com

    13. პროექტის ვებ გვერდი / ბლოგი: ekalagadze.blogspot.com