მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგიგის დასაწყისში გავეცანი მოდულებს, აგრეთვე გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმვას. შევქმენი პორტფოლიო და ჩავალაგე ფაილები შემდეგი სათაურებით: კურსის რესურსები,მოსწავლის ნიმუში,სურათები-აუდიო- ვიდეო და შეფასებები. წავიკითხე პროექტების სწავლების მოდული,ამავე მოდულში გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონებს, სადაც იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ პროექტი,რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტის შექმნისას,რომ ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლის ასაკს, წინარე ცოდნას, სტანდარტს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. აქვე დავათვალიერე პროექტის ნიმუშები და ჩემთვის საინტერესო პროექტს გავეცანი დეტალურად.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო რესურსებიდან ბუკლეტის და გაზეთის შაბლონის გაცნობა, გავეცანი შაბლონის რამოდენიმე ვარიანტს, აგრეთვე გავიგე თუ როგორ შეიძლება Word-ის პროგრამით ბუკლეტის შექმნა. შემდეგ გავხსენი ჩემი ელექტრონული ფოსტა და ბლოგის მისამართი გადავუგზავნე ტრენერს.
ასევე მოვახსენე ტრენერს თუ რომელი პროექტის განხორციელებას ვგეგმავდი და მივიღე რჩევები ტრენერიდან,რომელსაც გავითვალისწინებ პროექტის შექმნისას.
ვიმედოვნებ , რომ შემდეგი ტრენინგი თანდათან უფრო საინტერესო იქნება.
მადლობა ბატონო ავთო ნაყოფიერი და სასარგებლო ტრენინგისთვის.