Monday, June 6, 2016

ინტელის პროექტი

       წერილი თუ ელ-ფოსტა?!



                                          ინტელის კურსის რეფლექსია


2016 სასწავლო წელს გავიარე Intel-ის ძირითადი კურსი: "პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება",რომლის ძირითადი მიზანია სასწავლო პროექტების სრულყოფილი განხორციელებისას ისტ-ის ინტეგრირებაში მასწავლებლის ხელშეწყობა ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნის სტანდარტის შესაბამისად.

        ამ ტრენინგის ფარგლებში გავეცანი ტრენინგის თეორიულ მასალას,რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ მომავალში პროექტის დაგეგმისთვის.ვისწავლე თუ როგორ უნდა დავგეგმო სრულყოფილი პროექტი თავისი გეგმით,პრეზენტაციით და შეფასების რუბრიკებით და ეს ყველაფერი უნდა შეუსაბამო XXI საუკუნის უნარებს. ვისწავლე თუ როგორ უნდა ავტვირთო ბლოგზე ვიდეო.

          ტრენინგის დასასრულს წარვადგინე ჩემი ნამუშევრები და ავტვირთე ბლოგზე.
     
           ვთვლი,რომ ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო,თუმცა დასაწყისში რთული და შეუზლებელი მომეჩვენა, სისტემატიურმა მუშაობამ შემაძლებინა დავალების შესრულება.
           
          დიდ მადლობას ვუხდი ტრენერს ბატონ ავთანდის გაწეული დახმარებისთვის ,მას და ჯგუფის წევრ კოლეგებს წარმატებებს ვუსურვებ.

Saturday, May 28, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

        ტრენინგის ამ მეცადინეობაზე გავეცანი მოდული 4 -სასწავლო ნიმუშების შექმნა, თეორიული მასალის წაკითხვა  დამეხმარა დავალებები კარგად გამეაზრებინა. გავაკეთე პრეზენტაცია მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის და  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. პროექტის უკეთ დაგეგმვის მიზნით შევადგინე ტესტი მოსწავლის წინარე ცოდნის გამოსავლენად. 

Saturday, May 14, 2016

მესამე,მეოთხე და მეხუთე დღის რეფლექსია

              ტრენინგის მესამე დღეს გავირეთ მეორე მოდული-სასწავლო პროექტის დაგეგმვა,გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალს და გადმოვტვირთე ჩემი საგნის სტანდარტი, სტანდარტის და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გათვალისწინებით და ერთობლივი აზრის შეჯერებით ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის მიზანი,ამავე მეცადინეობაზე გავეცანი ზოგადი,თემატური ,და  შინაარსობლივი კითხვების მაგალითებს, ამ მაგალითების ნიმუშზე ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის კითხვები.
             ტრენინგის  მეოთხე და მეხუთე მეცადინეობაზე  გავეცანი სასწავლო კურსის მესამე მოდულს-კავშირიები. თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ  აქტიურად გავიარე პრაქტიკული ნაწილი, ვიმუშავე ბლოგის დიზაინზე,შევქმენი ბლოგის გვერდები, ვისწავლე გუგლის საცავში ტესტების შექმნა,გაგზავნა,პასუხის გაცემა და ტესტის შემოწმება.
               რადგან, დღევანდელ მეცადინეობას მეტი პრაქტიკული დატვირთვა ჰქონდა  ძალიან მომეწონა ეს მეცადინეობა.

Saturday, April 23, 2016

მეორე დღის რეფლექსია

                                              მეორე  დღის  რეფლექსია

       ტრენინგიგის დასაწყისში გავეცანი მოდულებს, აგრეთვე გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმვას. შევქმენი პორტფოლიო  და ჩავალაგე ფაილები შემდეგი სათაურებით: კურსის რესურსები,მოსწავლის ნიმუში,სურათები-აუდიო- ვიდეო და შეფასებები. წავიკითხე პროექტების სწავლების მოდული,ამავე მოდულში გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონებს, სადაც იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ პროექტი,რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტის შექმნისას,რომ ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლის ასაკს, წინარე ცოდნას, სტანდარტს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. აქვე დავათვალიერე პროექტის ნიმუშები და ჩემთვის საინტერესო პროექტს გავეცანი დეტალურად.
          ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო რესურსებიდან ბუკლეტის და გაზეთის შაბლონის გაცნობა, გავეცანი შაბლონის რამოდენიმე ვარიანტს, აგრეთვე გავიგე თუ როგორ შეიძლება Word-ის პროგრამით ბუკლეტის შექმნა.  შემდეგ გავხსენი ჩემი ელექტრონული ფოსტა და ბლოგის მისამართი გადავუგზავნე ტრენერს.
          ასევე მოვახსენე ტრენერს თუ რომელი პროექტის განხორციელებას ვგეგმავდი და მივიღე რჩევები ტრენერიდან,რომელსაც გავითვალისწინებ პროექტის შექმნისას.
          ვიმედოვნებ , რომ შემდეგი ტრენინგი თანდათან  უფრო საინტერესო იქნება.
          მადლობა ბატონო ავთო ნაყოფიერი და სასარგებლო ტრენინგისთვის.